არჩილ თაბაგარი: “ღვინის ქარხანა N1-ის” საქმე ცდება სამართლებრივ დავას, ადგილი აქვს თაღლითობის ნიშნებს

4

ადგილი აქვს თაღლითობის ნიშნებს. ეს უკვე ცდება სამართლებრივ დავას, ატარებს სხვისი ქონების მითვისების ნიშნებს“,- ამის შესახებ „ღვინის ქარხანა N1-ის“ ადვოკატმა, არჩილ თაბაგარმა „აიპრესსთან“ სასამართლო შენობის დატოვების შემდეგ განაცხადა, სადაც მან საქმის მასალები წარადგინა.

“ქრონიკა+ -ის” ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, პროკურატურის წერილი, აკადემიური წრის-თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესურის მიერ მომზადებულ დასკვნა-ეს ის მასალებია, რომელიც ადვოკატმა, საზოგადოებას დღეს გააცნო.

არჩილ თაბაგარის თქმით, საქმის მასალები გადაიგზავნა რამდენიმე სახელმწიფო უწყებაში. ასევე, მათ “ღვინის ქარხანა N1-ის“ საქმეზე დასწრების სურვილით მიმართეს ბიზნესომბუდსმენს, სადაც კომპანია ითხოვს მეტი გამჭირვალობისთვის მათი წარმომადგენელი დაესწროს სხდომას, რომელიც 10 ოქტომბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, 11:00 საათზეა ჩანიშნული.

„დავა დაწყებულია კომპანია „სავანე – ღვინის №1 ქარხანა-ს“  მიერ 2015 წლის იანვარში.  ეს კომპანია დაობს ასეთი საფუძვლით ,რომ მათ ქონება დაკარგეს 2014 წელს დანაშაულებრივი ჯგუფის შედეგად ქონების მითვისებით. ეს დანაშაულებრივი ჯგუფი იყო გიორგი მგალობლიშვილის მიერ ორგანიზებული. აცხადებენ დაზარალებული გახლავართ და სასამართლომ უნდა დაგვიბრუნოს ეს ქონებაო.

მტკიცებულება, რაც მოვიპოვეთ ამ ვერსიას სრულად თავდაყირა აყენებს. მტკიცებულება არის ის რომ, 2013 წელს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდა გიორგი მგალობლიშვილი.

დავინტერესდით „ქრონიკა+ ით“ სადაც, ნათქვამია რომ გიორგი მგალობლიშვილი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან განთავისუფლდა, იმიტომ რომ „სავანე – ღვინის №1 ქარხანა-მ“   მიმართა პროკურატურას და სასამართლოს წერილობით, დაადასტურა რომ გიორგი მგალობლიშვილს არანაირი ზიანი არ მიუყენებია.

ანუ რასთან გავქვს საქმე, ის ვერსია, დაზარალებულის მანტია რომ მოისხეს სამოქალაქო სასამართლოში აღმოჩნდა ტყუილი. ეს გამოაშკარავდა!

ყველაზე მნიშვნელოვანია ის რომ ამ ინფორმაციის სისწორე დაადასტურა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ. წერილი მე შაბათს მივიღე, სადაც ნათქვამია რომ დაზარალებული სტატუსის მქონე კომპანია „სავანე – ღვინის №1 ქარხანა-მ“  მოითხოვა  სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შეწყვეტა გიორგი მგალობლიშვილის მიმართ. ანუ დადასტურდა რომ ესენი არიან მატყუარები, ცდილობდნენ სამოქალაქო სასამართლო შეეყვანათ შეცდომაში.

არსებობს სამართლებრივი ექსპერტიზა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მიერ მომზადდა. არ არსებობს საკმარისი საფუძველი რომ სარჩელი დაკმაყოფილდეს“,-ამბობს თაბაგარი.

ამასთან, ადვოკატის თქმით აღნიშნული მასალები გადაგზავნილია სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში. ასევე  მათ გააგზავნეს მოთხოვნა  ბიზნესომბუდსმენთან, რომლის თანახმად კომპანიას სურვილს გამოთქვამს, მათი წარმომადგენელი საქმის მეტი გამჭირვალობისთვის დაესწროს საქმის განხილვას.

„ბიზნესომბუდსმენს წერილობით მივმართე და ვთხოვე მათი წარმომადგენელი დაესწროს მოცემულ საქმეს. ეს მასალები უკვე წარვადგინე. არამარტო მათ, არამედ მასალები წარვუდგინე იუსტიციის მინისტრს, პარალმენტის თავმჯდომარეს, საქართველო გენერალურ პროკურატურას. აქ ადგილი აქვს თაღლითობის ნიშნებს. ეს უკვე ცდება სამართლებრივ დავას, ატარებს სხვისი ქონების მითვისების ნიშნებს“,-ამბობს თაბაგარი.

ამასთან, „აიპრესსი“ დაუკავშირდა ბიზნესომბუდსმენს ირაკლი ლექვინაძეს, სადაც მან განაცხადა რომ კომპანიის სურვილის შემთხვევაში, მათი იურისტი სასამართლო სხდომის განხილვას დაესწრება.

შეგახსენებთ: ღვინის ქარხანა #1-ის“ საქმეზე სასამართლო დავა 2015 წლიდან დაიწყო.

ქონების უკან დაბრუნებას ის ხალხი ითხოვდა, ვინც ტერიტორიას 2004 წლამდე ფლობდა და დაკარგა, ამის შემდეგ ღვინის უძველესმა ქარხანამ ათამდე მესაკუთრე გამოიცვალა.

თბილისშიპეტრიაშვილის . #1-ში მდებარე ღვინის ქარხნის ისტორიული შენობა დღევანდელმა მესაკუთრეებმა საქართველოში მოქმედი ორი ყველაზე მსხვილი კომერციული ბანკისაგან გამოისყიდეს.

2014 წლის დეკემბერში ღვინის ქარხნის შემძენების – შპს “არტ ღვინოს” – მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო სამოქალაქო დავა. მოსარჩელე – სააქციო საზოგადოება “სავანე ღვინის #1 ქარხანა”. მისი წარმომადგენლად აღნიშნულ დავაში საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი ჩაერთო.

ღვინის ქარხანა #1-ის მესაკუთრეების მიერ ორ ინსტანციაში მოგებული სასამართლო პროცესების შემდეგ საქმე კვლავ დაბრუნდა სააპელაციო სასამართლოშიდავაში წლები გადის და ამ დროისთვის საქართველოს პირველი ღვინის ქარხანა დაყადაღებულია.

Comments
Loading...