“არემჯის” საზაფხოლო სკოლაში სტუდენტებმა ერთთვიანი პრაქტიკა გაიარეს

6

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის 19-მა სტუდენტმა, ,,არემჯის“ სხვადასხვა სტრუქტურულ დანაყოფებში ერთთვიანი ანაზღაურებადი პრაქტიკა გაიარა. 2019 წლის პრაქტიკანტებს შორის იყვნენ ,,არემჯის“ სტიპენდიანტები, სტუდენტები როგორც ქვემო ქართლის რეგიონის, ასევე საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან.

სტუდენტებმა უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნა, პრაქტიკის დროს კომპანიში რეალურ სამუშაო პირობებში გამოსცადეს. მათი განაწილება საწარმოო უბნებზე, სტუდენტების მიერ შერჩეული სპეციალობების შესაბამისად მოხდა. პრაქტიკული სწავლება კომპანიის თითქმის ყველა უბანზე მიმდინარეობდა.

,,არემჯის“ საზაფხულო სკოლის დასასრულს, სტუდენტებმა 1 თვიანი პრაქტიკული სამუშაოები პრეზენტაციებით შეაჯამეს. კომპანია საზაფხულო სკოლაში მომავალ წელსაც უმასპინძლებს სტუდენტებს.

,,არემჯისა“ და სააქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტს შორის ორი წლის წინ გაფორმებული მემორანდუმი, წარმატებული სტუდენტების საწარმო პრაქტიკებში მონაწილეობას და მათთვის ,,არემჯის“ სტიპენდიის დაწესებას ითვალისწინებს.

,,ძალიან ნაყოფიერი იყო ჩვენი სტუდენტებისთვის ეს ერთთვიანი პრაქტიკა. მათ მიეცათ რეალური შესაძლებლობა, რომ უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნა გამოეცადათ პრაქტიკულ საქმიანობაში. იმედი მაქვს, რომ აღნიშნული პრაქტიკა მათ პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში ძალიან დიდ როლს შეასრულებს.“ – განაცხადა კომპანია ,,არემჯის“ ადამიანური რესურსების განვითარების დეპარტამენტის ოფროსმა ირაკლი შატაკიშვილმა.

,,თეორიულ ცოდნასთან ერთად მნიშვნელოვანია ჩვენ დარგში პრაქტიკული ცოდნის მიღება. სამთო-მრეწველობა არის მნიშვნელოვანი დარგი, რომლის ათვისებისათვის აუცილებელია პრაქტიკული გამოცდილების მიღება. დიდი მადლობა კომპანიას მოცემული შანსისთვის და იმედი მაქვს ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.“ – განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტმა დავით ჩიკვაიძემ.

,,ვფიქრობ, რომ ასეთი სახის სტაჟირებები მნიშვნელოვანია სხვადასხვა მიმართულების სტუდენტებისათვის. კომპანია ხელს უწყობს სტუდენტებს უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება, შემდგომ გამოიყენონ თავიანთ პროფესიულ განვითარებაში’’ – განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმია-მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტმა იბრაგიმ მამედოვმა.

Comments
Loading...