არგენტინის სავაჭრო ბირჟის ინდექსი 30%-ით დაეცა

9

არგენტინაში, ეროვნული ვალუტის შემდეგ, უმეტესობა კომპანიების აქციების ღირებულებაც დაეცა. ამის მიზეზი კი პრაიმერიზის შედეგების გამოქვეყნება გახდა, რომლის მიხედვითაც არჩევნების ფავორიტი ოპოზიციონერი ალბერტო ფერნანდესი გახდა.

არგენტინის საფონდო ინდექსი, რომელიც ვაჭრობის დაწყებისას, ბუენოს-აირესის საფონდო ბირჟაზე 44 ათას პუნქტს აჭარბებდა, სავაჭრო სესიის განმავლობაში 30%-ზე მეტით დაეცა. მინიმალური მაჩვენებლის დროს კი მან 27450 პუნქტი შეადგინა. სავაჭრო სესიის დასრულებისას კი სიტუაცია ცოტა დასტაბილურდა, თუმცა S&P Merval-ის შედეგები 27530 პუნქტზე გაჩერდა.

ინვესტორები შიშობენ, რომ ოპოზიციონერი მარკის საბაზრო პოლიტიკას დაშორდება და სავალუტო ბაზრის მკაცრს კონტროლსა და კაპიტალის ამოძრავებას დაუბრუნდება.

Comments
Loading...