არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2018 წლის პირველი დეკემბრისათვის 22 მილიარდი ლარი შეადგინა

7

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2018 წლის პირველი დეკემბრისათვის 22.0 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 252.9 მილიონი ლარით, ანუ 1.1 პროცენტით ნაკლებია პირველი ნოემბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე.

ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების კლებას 56.3 მლნ ლარით, ანუ 0.4 პროცენტით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები შემცირდა 196.7 მლნ ლარით, ანუ 2.3 პროცენტით.

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი დეკემბრისათვის 36.02 პროცენტი შეადგინა. პირველი ნოემბრის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 0.58 პროცენტული პუნქტით.

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 5.8 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 8.0 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.6 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 83.4 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 14.9 პროცენტი შეადგინა.

Comments
Loading...