არაკომერციულ ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობამ 2017 წელს 52,9 ათასი კაცი შეადგინა

22

არაკომერციულ ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობამ 2017 წელს 52,9 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც 53,7 პროცენტი ქალია, ხოლო 46,3 პროცენტი კაცი. აღნიშნული მაჩვენებელი 2016 წელთან შედარებით 0,1 პროცენტითაა შემცირებული.

დასაქმებულთა ყველაზე დიდი ნაწილი – 29,2 პროცენტი – განათლების დარგის ორგანიზაციებზე მოდის. 24,1 პროცენტი – ხელოვნება, გართობა და დასვენების დარგის ორგანიზაციებზე, 14,5 პროცენტი – ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგის ორგანიზაციებზე, 12,9 პროცენტი – სხვა სახის მომსახურების დარგის ორგანიზაციებზე, 7,2 პროცენტი – წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობების დარგის ორგანიზაციებზე, 6,0 პროცენტი – პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების დარგის ორგანიზაციებზე, ხოლო დანარჩენი 6,0 პროცენტი სხვა დარგებში ნაწილდება.

დასაქმებულთაგან დაქირავებულია 52,0 ათასი (მათ შორის ქალია 53,8 პროცენტი). დაქირავებულთა რაოდენობა 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით გაზრდილია 0,5 პროცენტით.

Comments
Loading...