აპრილში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 1.01 მლრდ ლარით შემცირდა

13

აპრილში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.01 მლრდ ლარით, ანუ 2.01 პროცენტით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.26 პროცენტით გაიზარდა) და 2020 წლის პირველი მაისისათვის 49.12 მლრდ ლარი შეადგინა.

2020 წლის პირველი მაისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 5.05 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 10.29 პროცენტია.

Comments
Loading...