აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 787.06 მლნ ლარით შემცირდა

7

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2020 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით 787.06 მლნ ლარით (2.25%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.32%-ით შემცირდა და მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის 34.21 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 87.35 მლნ ლარით (0.61%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 699.71 მლნ ლარით (3.40%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, შემცირდა 0.13%-ით).

 

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2020 წლის აპრილის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 4.50 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.78%-ით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით 12.12 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 3.12%-ით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.17%-ით მეტი).

2020 წლის აპრილის განმავლობაში 1.84%-ით, ანუ 312.02 მლნ ლარით შემცირდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის 16.67 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 41.91 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის პირველი აპრილის მდგომარეობასთან შედარებით, მთლიანი სესხების ლარიზაცია გაიზარდა 0.69 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, შემცირდა 0.12 პროცენტული პუნქტით).

Comments
Loading...