აპრილში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 58.0 მლნ აშშ დოლარით შემცირდა

20

2020 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 79.1 მლნ აშშ დოლარი (250.8 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 42.3%-ით (58.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2019 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 89.6% იმ 12 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აპრილში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 12 ქვეყანაზე გასული წლის აპრილში მთელი ფულადი გზავნილების 89.0% მოდიოდა.

2020 წლის აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 10.0 მლნ აშშ დოლარი (31.7 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის აპრილის (19.1 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 47.7%-ით ნაკლებია.

Comments
Loading...