- Advertisement -

ანსამბლი “რუსთავი” იაპონიაში საიუბილეო ტურნეს გამართავს

8

ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი “რუსთავის” სრული შემადგენლობა იაპონიაში 50 წლის საიუბილეო ტურნეს გამართავს. ტურნე, რომელიც ქალაქ იჩიკავადან (ჩიბა) დაიწყო იაპონიის 21 ქალაქს მოიცავს და 33კონცერტი გაიმართება.

12 ოქტომბერს, პირველმა კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა.. ქართულმა ფოლკლორმა ამომავალი მზის ქვეყნის 2400 მაყურებელი გაოცებული და აღფრთოვანებული დატოვა. დასკვნითი კონცერტი 21 ნოემბერს, ქალაქ ოსაკაში ჩატარდება.

ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი 1968 წელს დააარსა ანზორ ერქომაიშვილმა მეგობრებთან ერთად. თავიდან ანსამბლი მხოლოდ მომღერლებისგან შედგებოდა. იმავე წელს მომღერლებს მოცეკვავეთა გუნდი შეუერთდა და დღემდე ერთიანი სახელით აგრძელებენ მოღვაწეობას. დაარსების დღიდან ანსამბლს გამართული აქვს 7000-ზე მეტი კონცერტი მსოფლიოს 80-მდე ქვეყანაში.ანსამბლის რეპერტუარში შედის საქართველოს თითქმის ყველა კუთხის ცეკვები და სიმღერები.

როგორც მომღერალთა, ასევე მოცეკვავეთა წარმოდგენების სტილი ტრადიციულია და ინარჩუნებს ისტორიულ კოლორიტს.ქართული ხალხური სიმღერების პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ანსამბლი “რუსთავი” დაჯილდოვებულია ზაქარია ფალიაშვილის (1980), ალბერტ შვაიცერის (1986) და საქართველოს სახელმწიფო (1999) პრემიებით.

https://www.youtube.com/watch?v=qP5_4bWUjik

Comments
Loading...