ანდრონიკაშვილის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის განახლება დაიწყო

3

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა გლდანში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო.

პროექტის ფარგლებში სრულად შეიცვლება 700 მეტრი სიგრძის წყალმომარაგების ქსელი. კომპანია განახლებულ სისტემაზე თანამედროვე ინფრასტრუქტურულ ელემენტებს – ჩამკეტ-მარეგულირებელ უდრულებსა და სახანძრო ჰიდრნატებს დაამონტაჟებს.

ჯივიპიმ აღნიშნული პროექტი 27 ნოემბერს დაიწყო და დეკემბრის ბოლოს დაასრულებს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 140 000 ლარს შეადგენს.

Comments
Loading...