ამ წლის ბოლომდე გურჯაანის მუნიციპალიტეტში კიდევ 14 პროექტი განხორციელდება

9

მიმდინარე წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით კიდევ 14 პროექტი განხორციელდება.

“რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტში დაახლოებით ერთი მილიონი ლარი დაიხარჯება. ეს დამატებით პროექტებია. თანხა მოხმარდება ხუთ სოფელში ახალი ჭაბურღილის მოწყობას და 5 სოფელში გაკეთდება მინი სპორტული მოედნები.”- განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ, ალექსანდრე ბასილაშვილმა.

ახალი ჭაბურღილები მოეწყობა სოფელ ჩუმლაყში, ჭანდარში, შაშიანში ვაზისუბანში, ასევე ორი ჭაბურღილი გაკეთდება სოფელ კარდენახში.

სოფელ ჯიმითსა და ჩუმლაყში წყალმომარაგების მაგიტრალს ჩაუტარდება რეაბილიტაცია, ასევე სოფელ კაჭრეთში არსებულ ჭაბურღილთან მოეწყობა რეზერვუარი.

მინი-სპორტული მოედნები გაკეთდება სოფელ კარდენახში, ჩუმლაყში, ვაზისუბანში, ქალაქ გურჯაანსა (კალოსუბანი) და მუკუზანში. პროექტების განხორციელების სავარაუდო ვადაა 9-31 დეკემბერი.

Comments
Loading...