- Advertisement -

ამერიკის ყველაზე ძვირადღირებული სახლი აუქციონზე 245 მილიონ აშშ დოლარად იყიდება

12

აშშ-ში ყველაზე ძვირადღირებული სახლი აუქციონზე 245 მილიონ აშშ დოლარად გაიტანეს. სახლი ლოს-ანჯელესის ელიტურ რაიონში ბელ-ეირზე მდებარეობს.

სახლს 11 საძინებელი ოთახი, 18 აბაზანა, სასადილო და უზარმაზარი საბანკეტო დარბაზი აქვს.

სახლი ნეოკლასიკურ ფრანგულ სტილშია აშენებული არქიტექტორ სამნერ სპოლდინგის მიერ. მას სახლის აშენება დეველოპერმა დაუკვეთა, რომელმაც შემდეგ იგი თავის მეუღლეს აჩუქა. მეუღლეს კი ეს სახლი, გადაჭარბებული ფუფუნების გამო არ უყვარდა და იქ ძალიან იშვიათად იმყოფებოდა ხოლმე.

1940 წელს კი აღნიშნული სახლი სასტუმროს მფლობელმა არნოლდ კირკებიმ შეიძინა. 1986 წელს კი უძრავი ქონება მედიამაგნატმა ენდრიუ ჯეროლდ პერენჩომ იყიდა, რომელმაც სახლი გადააკეთა.

Comments
Loading...