- Advertisement -

ალექსანდრ ლუკაშენკოს ყოფილი თვითმფრინავი 2 მილიონ აშშ დოლარად იყიდება

6

ავიაკომპანიამ “ბელავია”, თვითმფრინავი “Ту-154М”, რომელიც ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ყოფილი თვითმფრინავია, 2 მილიონ აშშ დოლარად გასაყიდად გამოიტანა.

ლუკაშენკოა აღნიშნული თვითმფრინავით 2010 წელს სარგებლობდა. თვითმფრინავი 1995 წელს გამოუშვეს, ხოლო 2012 წელს იგი Boeing-767-300ER-ით ჩაანაცვლეს. ბოლოს, ლუკაშენკომ ამ თვითმფრინავით 2016 წლის სექტემბერში იფრინა, როდესაც ჩინეთში მიემგზავრებოდა.

თვითმფრინავის სიგრძე თითქმის 48 მეტრია, ფრთა – 37 მეტრი, სიმაღლე – 11 მეტრი. იგი ბორტზე 164-დან 180 მგზავრს იტევს. მისი მაქსიმალური სიჩქარე 975 კმ/სთ-ია.

Comments
Loading...