ავსტრალიამ ქვეყანაში Huawei-სა და ZTE-ს 5G-ს ტექნოლოგიის გამოყენება აკრძალა

46

ავსტრალიამ ქვეყანაში ჩინური კომპანიების Huawei-სა და ZTE-ს აღჭურვილობის ქვეყანაში გამოყენება აკრძალა. ამის შესახებ კომპანია Huawei-ს ავსტრალიური განყოფილება თავის Twitter-ზე წერს.

"ჩვენ ავსტრალიის ხელისუფლებამ შეგვატყობინა იმის შესახებ, რომ Huawei-სა და ZTE-ს აკრძალული აქვს 5G-ს ტექნოლოგიის გამოყენება ქვეყანაში", – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომპანიამ ავსტრალიის ხელისუფლების გადაწყვეტილებას მომხმარებლებისთვის სამწუხარო უწოდა და აღნიშნა, რომ კომპანია მსოფლიო ლიდერია აღნიშნულ ტექნოლოგიაში და საიმედოდ და უსაფრთხოდ უზრუნველყოფდა ავსტრალიას დაახლოებით 15 წლის განმავლობაში.

აქამდე ავსტრალიის ხელისუფლებამ ქვეყანაში 5G-ის სტანდარტის მობილური ქსელის უზრუნველსაყოფად შესაბამისი აღჭურვილობის შეტანა აკრძალა. ამის შესახებ Reuters-ი იუწყებოდა.

მაისში, პენტაგონში, სამხედრო ბაზებზე Huawei-სა და ZTE-ს ბრენდის ჭკვიანი ტელეფონების გაყიდვა აკრძალეს. აკრძალვა აგრეთვე შეეხო მოდემებს მობილური ინტერნეტისათვის და ჩინური კომპანიების სხვა ტექნოლოგიებს, რომლებიც მობილური კავშირებისთვის არის განკუთვნილი. თუმცა, The Washington Post-ი აღნიშნავს, რომ სამინისტროს თანამშრომლებისთვის კვლავ ჩვეულებრივ არის დაშვებული ჩინური კომპანიების ტექნოლოგიების გამოყენება, მათ შორის სამუშაო პროცესის განმავლობაშიც.

Comments
Loading...