ავიაკომპანიამ Germania გაკოტრების შესახებ განაცხადა

10

ავიაკომპანიამ Germania, ბერლინში, შარლოტენბურგის რაიონულ სასამართლოში გაკოტრების შესახებ დოკუმენტები შეიტანა.

“სამწუხაროდ, ვერ შევძელით ჩვენი ფინანსების წარმატებით რეალიზაცია”, – აღნიშნავს კომპანიის მმართველი დირექტორი კარსტენ ბალკე.

მისი თქმით, კომპანია ძალიან დამწუხრებულია მომხდარის გამო, თუმცა აღნიშნავს, რომ გაკოტრების შესახებ დოკუმენტების შეტანის გარდა სხვა გამოსავალი არ იყო.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომპანიამ ბოლო რეისი 5 თებერვლის ღამეს შეასრულა.

ბალკეს თქმით, კომპანიის ყველა თანამშრომელი წინასწარ იყო გაფრთხილებული, რომ გაკოტრების შესახებ გაკეთდებოდა განცხადება. ავიაკომპანიის ინფორმაციით, წელიწადში იგი 4 მილიონზე მეტ მგზავრს ემსახურებოდა.

Comments
Loading...