აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, საბანკო სადეპოზიტო ვალდებულებები 5.1%-ით გაიზარდა

11

2018 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით, საბანკო სისტემის სადეპოზიტო ვალდებულებები 1,045,6 მლნ ლარით (5.1 პროცენტით) გაიზარდა და 21.6 მლრდ ლარს გაუტოლდა.

2017 წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებაში, მთლიანი დეპოზიტების მოცულობა 21.0 პროცენტით არის გაზრდილი.

სადეპოზიტო ვალდებულებების ზრდაზე გავლენა ძირითადად მოახდინა ლარის გაუფასურების შედეგად უცხოური ვალუტის დეპოზიტების ლარით გამოსახული მაჩვენებლის ზრდამ.

Comments
Loading...