- Advertisement -

აგვისტოში ეროვნულმა ბანკმა 17.5 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა

7

საანგარიშო პერიოდში, ეროვნულმა ბანკმა შეისყიდა 17.5 მლნ აშშ დოლარი აუქციონის მეშვეობით. შიდასამთავრობო კონვერტაციებით, საქართველოს ეროვნული ბანკის წმინდა სავალუტო გაყიდვებმა აგვისტოში 16.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

შედეგად, აღნიშნული ოპერაციების მიხედვით წმინდა უცხოური აქტივები გაიზარდა 1.0 მლნ აშშ დოლარით.

აგვისტოში მთავრობის დეპოზიტებზე არსებული სახსრები 150.0 მლნ ლარით გაიზარდა და მისი
მოცულობა პერიოდის ბოლოსთვის 573.4 მლნ ლარს გაუტოლდა.

საანგარიშო პერიოდში, განთავსდა 20.0 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების სადეპოზიტო სერტიფიკატები და ასევე დაიფარა 20.0 მლნ ლარის სადეპოზიტო სერტიფიკატი.

თვის განმავლობაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფასიანი ქაღალდების მეორადი ბაზრის 1 აუქციონი ჩაატარა და ჯამში 3.6 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების მთავრობის ფასიანი ქაღალდები შეიძინა.

აღნიშნული პერიოდის განმავლობაში კომერციული ბანკები სარგებლობდნენ რეფინანსირების სესხებით. საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის, ამ ინსტრუმენტით გაცემული სესხების ნაშთი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 300.0 მლნ ლარით და 1090.0 მლნ ლარს შეადგენს. ასევე თვის განმავლობაში გაიცემოდა ერთდღიანი სესხი, რომლის ნაშთი გაიზარდა ივლისის ბოლოს 0.3 მლნ ლარით. გალარების პროგრამისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მხარდამჭერი ინსტრუმენტებით გაცემული სესხების ნაშთი აგვისტოს ბოლოსთვის შემცირდა 15.4 მლნ ლარით და 101.2 მლნ ლარი შეადგინა.

საანგარიშსწორებო პერიოდში ბანკების წმინდა დავალიანების მოცულობა 284.8 მლნ ლარით გაიზარდა და პერიოდის ბოლოსთვის 1614.2 მლნ ლარს გაუტოლდა.

ზემოაღნიშნული ფულადი ნაკადების მოძრაობის ზეგავლენით, საანგარიშო პერიოდში სარეზერვო ფულის მაჩვენებელი 207.7 მლნ ლარით გაიზარდა.

მათ შორის, ნაღდი ფული მიმოქცევაში 156.6 მლნ ლარით გაიზარდა. საქართველოს ეროვნულ ბანკში კომერციული ბანკების ეროვნული ვალუტით განთავსებულ საკორესპოდენციო ანგარიშზე ნაშთები 85.3 მლნ ლარით შემცირდა ხოლო 34.2 ლარით შემცირდა კომერციული ბანკების ერთდღიან დეპოზიტებზე არსებული ნაშთები.

Comments
Loading...