აგვისტოში, ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 943.3 მლნ მლნ ლარით გაიზარდა

12

2018 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება
943.3 მლნ მლნ ლარით გაიზარდა და 23.85 მლრდ ლარს გაუტოლდა.

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების პორტფელის წლიურმა ზრდის ტემპმა კი 24.0 პროცენტი შეადგინა.

გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, სესხების წლიური ზრდა 19.1 პროცენტი იყო. საკრედიტო პორტფელის ზრდაზე გავლენა ძირითადად მოახდინა როგორც ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების ზრდამ, ასევე კურსის გაუფასურების შედეგად უცხოური ვალუტის ლარში გამოსახული მაჩვენებლების ზრდამ.

აგვისტოს ბოლოსთვის, საკრედიტო პორტფელის 84.0 პროცენტი გრძელვადიან სესხებზე მოდიოდა, რომლის 59.0 პროცენტი უცხოური ვალუტით იყო გაცემული. მოკლევადიან სესხებში კი უცხოური ვალუტით სესხების წილი 39.0 პროცენტს შეადგენდა.

Comments
Loading...