Яндекс-მა პირველი ჭკვიანი ტელეფონი გამოუშვა

4

კომპანიამ Яндекс თავისი პირველი ჭკვიანი ტელეფონის პრეზენტაცია მოაწყო.

მოწყობილობას 5,65 დუიმის ეკრანი, ორმაგი მთავარი კამერა (16+5 მეგაპიქსელი და წინა – 5 მეგაპიქსელი) აქვს. ჭკვიანი ტელეფონი აგრეთვე აღჭურვილია 4 გეგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერებით და 64 გეგაბაიტიანი შოდა მეხსიერებით. მისი ღირებულება 17 990 რუბლია.

მოწყობილობის გაყიდვები 6 დეკემბერს დაიწყება, ხოლო ონლაინ გაყიდვებში ჭკვიანი ტელეფონი 7 დეკემბრიდან გამოჩნდება.

კომპანიის ეკოსისტემური პროდუქციის ვიცეპრეზიდენტის ფიოდრ ეჟოვის თქმით, ეს პირველი ჭკვიანი ტელეფონია, რომელშიც ხმოვანი დამხმარე “ალისა” არის დაყენებული. გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ “ალისა” არამხოლოდ დამხმარე იქნება, არამედ შეეძლება წინასწარ განსაზღვროს მაგალითად, იქნება თუ არა ქალაქში საცობები, რამდენი დროა საჭირო კონკრეტული ადგილმდებარეობიდან სხვა დანიშნულების პუნქტამდე მისვლას, აგრეთვე ამინდთან დაკავშირებული ინფორმაცია და სხვა.

Comments
Loading...