“ФК Открытие”-მ ძველ მფლობელს, ბანკის ბრენდისთვის 4,5 მილიარდი რუბლი შესთავაზა

30

ბანკმა "Финансовая корпорация Открытие" საკუთარი ბრენდის ყიდვა ძველი მფლობელისგან გადაწყვიტა. მხარეები მოლაპარაკებებს აწარმოებენ, ხოლო შეთანხმების ფასმა შესაძლოა 4,5 მილიარდი რუბლი შეადგინოს.

"ФК Открытие" "რუსეთის ბანკის" კონტროლის ქვეშ გადავიდა, თუმცა ძველი მფლობელის ბანკის ბრენდი "Открытие холдинга", იგივე დარჩა. ახლა კი კორპორაციამ ყველა სავაჭრო სიმბოლოს შესყიდვა გადაწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი "Ведомости" ავრცელებს.

ბრენდის ზუსტი ფასი ჯერჯერობით უცნობია და დამოუკიდებელი შეფასების შემდეგ გახდება ცნობილი. ამასთან აღნიშნულია, რომ გამომუშავებულ თანხას გამყიდველი ბანკის წინაშე არსებული დავალიანების დასაფარად გამოიყენებს.

"Открытие холдинге"-ში დაასახელეს ციფრი, რომელიც ბანკმა თქვა – 4,5 მილიარდი რუბლი. სიმბოლოების ახლანდელი მფლობელები აღნიშნავენ, რომ ორივე მხარის ინტერესში შეთანხმების ბოლომდე მიყვანა შედის.

Comments
Loading...